ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“სკოლიდან რომ გამოვედით, კიბეებთან ლევანმა მითხრა – იზვინი ნიკუშ, შენ წადი საქმე მაქვსო”

“ზედაზენის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,  ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქელში, წერს, რომ მისი შვილი ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის მეგობარი იყო და სახლშიც ერთი გზით დადიოდნენ.

“ნიკა 51-ე სკოლის მოსწავლეა. ლევან დადუნაშვილი და ნიკა ერთად მოდიოდნენ ხოლმე სახლში. არ ვიცნობდი ლევანს , მაგრამ ვიცოდი რომ ნიკას უფროსი მეგობარი ლევანი ჰყავდა…

– დე, სკოლიდან რომ გამოვედით, კიბეებთან ლევანმა მითხრა – იზვინი ნიკუშ, შენ წადი საქმე მაქვსო.

გაფართოებული თვალებით ვკითხე მერე დე?

ან რატომ ვკითხე მერეთქო ისიც არ ვიცი.

– წამოვედი დე…

მითხრა და თავი დაწია. ცოტა ხანში, როგორც სჩვევია, დათვივით ჩაიბურდღუნა. რომ მცოდნოდა სად მიდიოდა არ წამოვიდოდი დე და მარტოს არ დავტოვებდიო.

მე ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება … მივხვდი რომ ვერ პატიობდა საკუთარ თავს სახლში წამოსვლას და ლევანის დატოვებას. უნდა მეკითხაო ასე ამბობს დღესაც… ნიკა 13 წლისაა..

ვიცი რას ვგრძნობ მე, როგორც 51-სკოლელი ბიჭის დედა. გაფიქრებაც არ მინდა რას გრძნობს ლევანის და დათოს მშობლის გული ახლა…

არ დააფაროთ მკვლელებს ხელი გთხოვთ…. არ მიგვიყვანს ეს სიკეთემდე” – წერს მიქაცაძე.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....