ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზუგდიდის #1 საჯარო სკოლამ მიხელ ხუბუტია საპატიო კურსადამთავრებულის სიგელით დააჯილდოვა

ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის ეზოში დღეს 150 წლის საიუბილეო ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის თანაორგანიზატორიც ბიზნესმენი და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, მიხეილ ხუბუტიაა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მან სკოლის წარჩინებით კურსდამთავრებულებს აიფონები, ხოლო პედაგოგებს და სკოლის დირექტორს ლეპტოპები გადასცა საჩუქრად.

თავად მიხელ ხუბუტია კი საპატიო კურსადამთავრებულის სიგელით დააჯილდოვეს. მიხეილ ხუბუტიამ სიტყვით მიმართვისას ქალაქის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ის ქალაქში საცურაო აუზს ააშენებს.

სკოლის 150 წლის იუბილეზე, ქალაქის მერის მოადგილესთან ერთდ იმყოფება ასევე განათლების რესურსცენტრის დირექტორი კახა ფარცვანია.

ფოტო: “ლაივპრესი”

იტვირთბა....