ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

განაჩენი ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადდება. ამის შემდეგ კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნება, სადაც  სასამართლო ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....