ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი: “ივანიშვილი დამთავრებულია შემოდგომაზე, მთავარია მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პარტიის ძირითადმა ბირთვმა “ქართულ ოცნებას” გადაუსწრო.

“მიუხედავად ოლიგარქის ყველა ხრიკისა, ამერიკელების კვლევებში ოპოზიციამ, რომლის ძირითადი ბირთვია ჩემი პარტია, გადაუსწრო ოცნებას.

ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე. ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რათა მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო….

ამას ის მალაპარაკებს, რომ გამოკითხვებში პრაქტიკულად , ყველა ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა პოპულარობას, მიწასთანაა გასწორებული. გარდა ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა.

კითხვაზე თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას შემდეგ კვირას რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 17% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 7% – „ევროპულ საქართველოს“, 5% – „ლეიბორისტულ პარტიას,” 4% – „პატრიოტთა ალიანსს“, “დემოკრატიულ მოძრაობას” – 3%, “ახალ საქართველოს – 2%, “თავისუფალ საქართველოს” – 1%.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%-მა კი არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას მომავალ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს.

იტვირთბა....