ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხობში გარდაცვლილ სამ მამაკაცს შორის ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოგიტა ფარცვანიაა. შემთხვევა სწორედ მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფარცვანიების ოჯახში სტუმრად მყოფი დავით ბუკიასა და ელგუჯა კონჯარიას მიმართ გასროლა გოგიტა ფარცვანიას კუთვნილი იარაღიდან მოხდა. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მათ სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ფარცვანიამ მიაყენა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის იარაღო გოგიტა ფარცვანიას ცხედართან ეგდო და ის სამარტალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღეს.  ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

სამივე გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში აღენიშნებათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზარხ მკვლელობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....