ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “ოპოზიციავ, გაერთიანდით, და გაანათეთ ქვეყანა!”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში IRI-ის კვლევას ეხმაურება.

“IRI კვლევა გვასწავლის:

ოპოზიციავ, გაერთიანდით, და გაანათეთ ქვეყანა!”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა.

კითხვაზე თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას შემდეგ კვირას რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 17% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 7% – „ევროპულ საქართველოს“, 5% – „ლეიბორისტულ პარტიას,” 4% – „პატრიოტთა ალიანსს“, “დემოკრატიულ მოძრაობას” – 3%, “ახალ საქართველოს – 2%, “თავისუფალ საქართველოს” – 1%.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%-მა კი არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას მომავალ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს.

იტვირთბა....