ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია ოზურგეთში: წაქცეული ხეები და დაზიანებული სახურავები

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. სოფლებში: ნატანები, სილაური, შრომა, ძიმითი ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ინფორმაციას “გურიისმოამბე” ავრცელებს.
შეკვეთილში გაზსადენ მილს ხე დაეცა, რის გამოც გაზმომარაგება დროებით შეწყდა. ამ დროისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია. სოფელ სილაურში 2 სახლს ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტრო სადენი, რის შედეგადაც მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ადგილზე „ოზურგეთის მომსახურების სერვისცენტრმა“ იმუშავა.
ელექტრომომარაგება აღდგენილია. ადგილობრივების განცხადებით ქარმა და წვიმამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თხილის მოსავალი. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სოფელ ძიმითშიც. დაზიანებული 5 სახლის სახურავი ქვედა ძიმითში, ფაფასკურას უბანში, ზედა ძიმითსა და თირის უბანში. მუნიციპალიტეტის მერიაში შეტყობინება შრომიდანაც შემოვიდა. შრომაში მერის წარმომადგენლის კონსტანტინე ხომერიკის განცხადებით შრომის სხვადასხვა უბანში 4 სახლის სახურავია დაზიანებული. მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სწავლობს. ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.
იტვირთბა....