საქართველოში ინსტიტუციების რეიტინგში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს, რომლის საქმიანობაც 84%-ს მოსწონს. მეორე ადგილზე ჯარია, მესამეზე – მედია. კვლევა IRI-მ ჩაატარა.
2017 წლის მარტთან შედარებით იმ ადამიანების როადენობა, ვისაც ეკლესიის საქმიანობა მოსწონს 4%-ითაა შემცირებული. ზოგადად 2004 წლის შემდეგ 2018 წლის აპრილში ეკლესიის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნული კვლევა კი 10-22 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.