ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნატო რუსეთს: “გამოიყვანეთ თქვენი ძალები საქართველოდან”

როგორც ნატოს სამოკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია.

ნატო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან.
„სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო-ს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ნატო არ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაებან და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაჭრან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში“, – ნათქვამია ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაში.

შგახსენებთ, გუშინ სირიის მთავრობამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

იტვირთბა....