ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაფერი ტრაგიკული”: რა აჩვენა სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ?

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტს ეხმაურება:

“რა აჩვენა სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ?

1 – რუსეთი მტერია და აგრძელებს მტრობას. ამიტომ დროა მოვეშვათ მაამებლობას და თვითმოტყუებას. არც კარასინი-აბაშიძე არ შველის ამას, არც პრემიერის მაამებლური წერილები და არც ჟენევაში დათმობები.

2 – რუსეთის მთავარი დასაყრდენი ნახევრად ლეგიტიმური რეჟიმებია – ასადის, მადუროს, ორტეგას რეჟიმები… ცივილიზებული სამყარო მას მხარს არ უჭერს. ეს რეჟიმები წავა და აღიარებებიც გაქრება. იხ. ტუვალუ და ვანუატუ.

3 – რად აკეთებდა ამ საკითხის პრევენციისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯერ არ ვიცით. ამიტომ, დავიბარეთ საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე. რატომ დახურული? არ-აღიარების თემაზე ღია შეხვედრაზე დაბარება პოპულისტურია და ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების თემების პოლიტიზაცია. ამ თემაზე მხოლოდ საქმიანი დისკუსია გვინდა.

4 – ასადს ისე ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ უღიარებია აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა და ახლა რა შეიცვალა, ძალიან საინტერესოა.

5 – ახლა უნდა მყისიერად გაწყდეს დიპ.ურთიერთობები სირიასთან და გაათმაგდეს ძალისხმევები ახლო აღმოსავლეთის და არაბული ლიგის ქვეყნებთან.

6 – არაფერი ტრაგიკული, მოკლედ…

პ.ს. ასადთან, მადუროსთან და ორტეგასთან ერთ კომპანიაში ყოფნა მე, მაგალითად, “გამიტყდებოდა” – წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, დღეს სირიამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის.

იტვირთბა....