ცხრა ადამიანი მოიწამლა ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოში“. მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ორ დღეში გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი კლინიკაში კონკრეტული ჩივილით მივიდა და მოწამვლის მიზეზად რესტორან „იმერული ეზოს“ კერძებს ასახელებდნენ.
რესტორნის წარმომადგენელი სატელეფონო საუბარში მოწამვლის ფაქტს უარყოფს.