ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერეკლე მეფის ახლადგახსნილ მუზეუმში კანალიზაცია გასკდა და ნახატები დაზიანდა

თელავში, ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა, საკანალიზაციო მილი გასკდა და ხელოვნების საცავში რამდენიმე ნახატი დაზიანდა. მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია და დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა დაზიანების შედეგები ადგილზე ენახათ.

როგორ „რეგინფოს“ მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, საკანალიზაციო მილი სიმძიმისგან გაიღუნა, გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების საცავში დაიღვარა. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.

კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს“, – აღნიშნა ურჩუხიშვილმა.

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.

იტვირთბა....