ზუგდიდში ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს. მეზობლები ყვებიან, რომ ბავშვის ოჯახს დაკავებული ცოლ-ქმრის ვალი აქვს და სწორედ ამ საქმის გასარკვევად მივიდა ცოლ-ქმარი ოჯახში.
მათ ადგილზე ბაბუა და შვილიშვილი დახვდნენ, მეზობლების თქმით, სწორედ ბაბუის ნებართვით წაიყვანა ცოლ-ქმარმა მცირეწლოვანი და მალევე უკან დააბრუნა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა, რომელსაც ვალის დაბრუნება არ სურს, ამ შემთხვევით ისარგებლა და საჩივრით პროკურატურას მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღვეთას 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს.
საქმეში ბრალდებული ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.