მარტვილში, სოფელ სალხინოში სამი პირი, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ და ძვირფასეულობა მოთხოვეს.
როგორც დაზარალებული აცხადებს, თავდამსხმელებს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ და ძვირფასეულობასთან ერთად ფულს მოითხოვდნენ. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 96 წლის ქალს. სახლიდან ფული, ოქროულობა და მობილური ტელეფონი წაიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.