“რაც არ უნდა ვემეგობრო ქრისტეს და ღვთისმშობელს, ისეთი ,,ბნელი” ვარ, რომ ასე ვერ გავუშინაურდები”- ამის შესახებ პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა:
“თანამედროვე ფსევდოლიბერალების უმთავრესი საფირმო ნიშანი ის არის, რომ განსხვავებული აზრის გამო ყველას ბნელს უწოდებენ. ასე ესმით დემოკრატიაც, სიტყვის თავისუფლებაც, ადამიანის უფლებები და ა.შ.
ჰო, ძალიან მებნელება მსგავსი ტიპის ხუმრობები… რაც არ უნდა ვემეგობრო ქრისტეს და ღვთისმშობელს, ისეთი ,,ბნელი” ვარ, რომ ასე ვერ გავუშინაურდები.
ჰო, მართლა, თუ ოდნავ ბნელებს ,,დოლჩე და გაბანა” მოსწონთ, მე ძაააალიან ბნელი ვარ და ,,გუჩი” და ,,არმანი” მირჩევნია…
ისე კი, ,,ბრენდობა” შიგნიდან მოდის, დახვეწილი, გემოვნებიანი, ჰუმანური სული ისეთი ,,შესამოსელია”, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან”- წერს პეტრე კოლხი.~
გიორგი გაბუნიამ გუშინდელ გადაცემა “პოსკრიპტუმში” განმარტა მისი ხუმრობა ღვთისმშობლის მისამართით და აღნიშნა, რომ ქრისტე მისთვის პირველ რიგში, ადამიანია:
“დიახ, მე იესოზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, როგორც ადამიანზე; ჩემთვის ის, პირველ რიგში, ადამიანია; დიდი ადამიანი და თანაც, ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო, როგორც ახლო მეგობარზე, რომელსაც, ვიცი, რომ არასდროს ეწყინება ჩემი ხუმრობა” – განაცხადა გაბუნიამ.
ამ თემახე იხილეთ:
“ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე”: გიორგი გაბუნიას მონოლოგი

