საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, შალელაშვილის შვილთან დაკავშირებული საქმეზე, ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება, აშშ-ში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად მისი დანაშაულის შესახებ მტკიცებულებით ფრომაში საუბარი არასწორია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას, ჰქონდა თუ არა ამ საქმეს შეხება საქართველოსთან.
ნინო გვენეტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.
ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს და თანაინვესტირების ფონდს შორის კავშირზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შაველაშვილის ვაჟი, ჰაკერული თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იქნა. ის პატიმრობაში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა პოლიცხიასთან თანამშრომლობის შემდეგ, ის პირობითი მსჯავრის მოხდის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებული სპეციალური სამაჯურით გადაადგილდება და მას ამერიკის პოლიცია აკონტროლებს.