ახმეტის სპორტსკოლის დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სავარაუდოდ, მამუკა აბრამიშვილი იმიტომ სცემეს, რომ ის ძიუდოისტებს სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზეც აპირებდა წასვლას.
ფოტოზე, რომელიც “კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ახმეტის სპორტსკოლის ნაცემი დირექტორი, ზურაბ ზვიადაურთან ერთადაა ასახული.
მამუკა აბრამიშვილი, ზვიადაურის მსგავსად, ძიუდოს ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს უპირისპირდება. დაზარალებულის ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ საუბარს ერიდებიან.
ცნობილია, რომ აბრამიშვილს ფიზიკურად რამდნიმე პირი გაუსწორდა, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: “რუსთავი 2”.

