ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება 12-13- და 14 წლის არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლითაა აღძრული.
138-ე მუხლი კოდექსის მიხედვით, გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას, 141-ე მუხლი კი – გარყვნილ ქმედებას.

