“ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა შალელაშვილი იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი გაბრიელ შალელაშვილი, იგივე გარი შალონი, ჰაკერული თავდასხმისთვის დააკავეს.
ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მსი მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩემი პოზიცია ისეთია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და უფრო სიღრმისეულად, რომ ჩამოვალ, რა თქმა უნდა ვისაუბრებ”,-განაცხადა შალელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ” კვირის აქცენტებში” სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილი მაქინაციურ სქემაშია გახვეული.
სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. ხოლო ამ თავდასხმაში შაველაშვილის შვილს ადანაშაულებს, რომლიც რუს ჰაკერებთან ერთად მოქმედებდა. თავდასხმის მთავარი მიზანი კი ფულის ჰაკერული გზით მოპარვაა. სააკაშვილი ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზეა, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.