ბათუმში, 14 წლამდე ბავშვებთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლითაა აღძრული.
138-ე მუხლი კოდექსის მიხედვით, გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას, 141-ე მუხლი კი – გარყვნილ ქმედებას.

