ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ იცვლება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია იცვლება, ამის შესახებ ნათქვამია “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში, სადაც ცვლილებები იგეგმება.

ახალი წესებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის რეგულირების კომპეტენცია.  საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს – ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

იტვირთბა....