ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი საფრანგეთის ელჩზე: დაუსვით აბა კითხვა ივანიშვილზე, საფრანგეთში გამოძიება რომ მიდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “კვირის აქცენტებში” აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილზე  საფრანგეთში საქმეა აღძრული. მისი თქმით, ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნება სწორედაც რომ მის ირგვლივ ატეხილ სკანდალებს უკავშირდება. სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს.

“აბა ერთი საფრანგეთის   არც თუ ისე დიპლომატიურ ელჩს დაუსვით შეკითხვა, რომელიც თურმე აღშფოთებული იყო ჩემი განცხადებით, უარყოფს თუ არა ის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული?
ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დაბრუნება პოლიტიკაში, საიდანაც ის არსად არ წასულა, უკავშირდება იმას, რომ ის აპირებს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას იმიტომ, რომ მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მანდატი დაიცავს მას საერთაშორისო გამოძიებისგან, რაც სრულიად გარდაუვალია.

ფრანგებს საქმე უკვე აქვთ აღძრული. აბა კითხეთ ელჩს. საფრანგეთის ელჩი, რომელიც უზის ჯიბეში წინა ელჩს, რომელიც ახლა მისი მრჩეველია ფულნიე, იძახის, რომ ამას არ ადასტურებს, მაგრამ მართლმსაჯულება საფრანგეთში არის დამოუკიდებელი”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ელჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

იტვირთბა....