რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ დღევანდელ აქციას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:
“მეგონა დღეს, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამის აქციაზე იდგებოდნენ ის, ფერადი მოზარდები, რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილზე რომ ცეკვავდნენ. მთავარი მხოლოდ ცეკვის არა, სიცოცხლის უფლებაცაა, რომელიც ზაზა სარალიძის 16 წლის შვილს წაართვეს.
ნუ შეშინდებით ჭორებზე. ასე ჭორაობდნენ ირინა ენუქიძეზე, რომ მიეყიდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ ამბავი როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით. სამართალი ამჯერადაც შეჭამს პურს და ზაზა სარალიძე გაიმარჯვებს”.
შეგახსენებთ, დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ორი მოზარდის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქცია, სახელწოდებით “ნუ მომკლავ” პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. საპროტესტო აქციას “მეტრონომის” ჟურნალისტი ესწრებოდა.