ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ წუთებში ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, პარლამენტთან ძიუდოისტების და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომაა. დემონსტრანტები ასევე ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. აქციას უერთდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებიც, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მათ.

იტვირთბა....