ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, 27 მაისს, ვაკის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, 27 მაისს, კომპანია ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N23-თან, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. რის გამოც, ვაკის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება:

“დაზიანებულია თუჯის მაგისტრალური მილი, რომელიც 3მ სიღრმეზეა მოთავსებული. კომპანიის ტექნიკურ ჯგუფებს, დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშოები უკვე დაწყებული აქვთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს 27 მაისს, 15:00 საათიდან, ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის ნაწილს, ატენის, არეშიძის და რამიშვილის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....