ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპანეთში საქართველოს 5 მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, 5 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ ალმერიასა და მადრიდში ჩატარდა. 4 კაცს და 1 ქალს, 14 ბინის ძარცვაში ედებათ ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ყოველი დანაშაულის ჩადენისას წინასწარ მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ. ჯგუფის კვალზე სამართალდამცველები 2018 წლის იანვრიდან გავიდნენ. ესპანური მედიის ცნონით, ისინი იმ დროს დააკავეს, როცა ეჭვმიტანილები მორიგი ძარცვის შემდეგ შემთხვევის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ.

ჩხრეკის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და ინსტრუმენტები აღმოაჩინა, რომელთა დახმარებითაც დაკავებულები ბინებში შედიოდნენ.

იტვირთბა....