ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს. როგორც “რუსთავი 2” იტყობინება, ინკასატორს უცხო პიროვნება მანქანაში ჩაუჯდა, იარაღის მუქარით ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხა წაართვა, შემდეგ კი ჯიხაშკარის ტყეში აიყვანა და ხელფეხ შეკრული დატოვა.
ინკასატორმა პოლიციასთან დაკავშირება მომხდარიდან ორ საათში შეძლო. წაღებულია დაახლოებით, 120 ათასი ლარი.
ტელეკომპანიის ცნობით, ნაპოვნია გატაცებული მანქანა. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

