პრეზიდენტის თქმით, მისასალმებელი იქნება, პარლამენტმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო ლიბერალური და გამარტივებული პროცედურები ასახოს. ის ამ კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას მიესალმება.
გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სასტუმრო „ბილტმორში“ გამოეხმაურა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს.
„ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პარლამენტში მუშავდება კანონი. მივესალმები, რომ კანონი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პარლამენტმა. მინდა განვმარტო, დადგენილია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურა, პროცედურული პროცესები არის გასავლელი და ეს პროცესს ანელებს. თუ იქნება ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა საკითხისადმი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე არ იქნება რთული პროცედურები გასატარებელი, რაც ახლა არის განსაზღვრული. ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება და მივესალმები კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

