კახეთში 63 წლის მამაკაცის ყელის გამოჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.
“რუსთავი 2”-ის ცნობით, მოკლული ალექსანდრე პაპუნაშვილი მისმა ახლობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე, მათ შორის თანასოფლელის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. ერთი-ერთი ვერსიით, პაპუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებიდეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

