ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა – ამის შესაებ “რუსთავი 2” წერს.
ტელეკომპანიის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, თუმცა ეს ფაქტი მედპერსონალმა მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა.
შემთხვევა დღის ბოლოს მოხდა. ინცინდენტის სხვა დეტალები უცნობია. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მარტვილიდან არის.

