ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მამუკა აბრამიშვილს რამდენიმე პირმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
ერთ-ერთი ვერსიით, მას ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაზე უნდა წასულიყო.
შსს-ში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

