ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტების მიერ, საქმეში არსებული დანა დაზიანებულია, რომლის გამოც განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია:
“სამხარაულის ექსპერტების მიერ დაზიანებული იქნა საქმეში არსებული დანა,რომელზეც განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.
სამხარაულის ექსპერტების მიერ არ იქნა დასაბუთებული რა საგნით იქნა მიყენებული ჭრილობები ჩემი შვილის ტანსაცმელზე და სხეულზე რომლის ფორმებია: სამკუთხედისმაგვარი, ორი გადაბმული რკალისმაგვარი, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებაა იმის,რომ მხოლოდ დანებით არ იყო ჭრილობები მიყენებული.
ბავშვი დამიჩეხეს არა მარტო დანებით და ცდილობენ თვალებში ნაცარი შემაყარონ. პროკურატურამ მაქსიმალურად გაანადგურა მტკიცებულებები”- წერს სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ თემაზე იხილეთ:
მოზარდების მკვლელობის საქმის ექსპერტი: პროკურორი ადვოკატის საცემად გაიწია

