საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის სტენდზე მინაწერები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას 1tv ავრცელებს.
მედიისთვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სტენდზე წითელი გული დახატა, იოჰანეს ჰანმა – ისარგაყრილი ლურჯი გული, გიორგი კვირიკაშვილმა – „მე მიყვარს ევროკავშირი“.
ევროკავშირის სტენდი რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ბილტმორის“ მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული.
დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.

