ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი: რეფორმების გატარება ძნელია, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა კონფერენციაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მშრომელი ადამიანი ცხოვრობენ, რომლებიც მუშაობენ და არ წუწუნებენ.

მან ისაუბრა იმაზეც, რომ რეფორმების გატარება ძნელია ისეთ სიტუაციაში, როდესად აგრესიული მეზობელი ქვეყანა გყავს:

„2 წლის წინ ფანტასტიური დღეები გავატარე საქართველოში და დავინახე, რაოდენ მშრომელი ადამიანები არიან ქართველები, არ წუწუნებენ, მუშაობენ და მუშაობენ. რეფორმები ძალიან ძნელია, როდესაც ესოდენ აგრესიული მეზობელი გყავს. მე მინდა გიჩვენოთ სურათი, სადაც არის მავთულხლართები და ადამიანი, რომელიც მავთულხლართებიდან გვიწვდის ხელს. ეს კაცი ერთ ღამეს ადგა და დაინახა, რომ მის ეზოზე გავლებულია მავთულხლართები. ეს გააკეთა აგრესიულმა მეზობელმა, ვხვდებით ალბათ, რომელ მეზობელზე ვსაუბრობ. ამ პირობებში რეფორმების გატარება ძალიან რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი იყოს გაცილებით უსაფრთხო. საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს განვითარების შანსი“,- განაცხადა კისკამ.

დღეს, საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია.

იტვირთბა....