ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას”: სომხეთის პრეზიდენმტის ქართული მილოცვა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ცხოვრობენ როგორც ძმები და დები, მათ შორის არასოდეს ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი.

“28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, ქართველები და სომხები არა მხოლოდ 100 წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ასთასობით წლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას”, – სარქისიანმა გამოსვლა ამ სიტყვებით, ქართულად დაასრულა.

დღეს, საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია.

იტვირთბა....