ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში მოკლული ლევან დადუნაშვილის დედასთან სასწრაფო გამოიძახეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედასთან, ნათია საყვარელიძესთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო GHN-მა გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, დარბაზში ხმაური და დაპირისპირება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დაკითხვისას მოხდა. მოკლული დადუნაშვილის დედის გაღიზიანება ექსპერტის დასკვნას მოჰყვა.

ნათია საყვარელიძე ექსპერტის დასკვნას არ  ეთანხმება. მისი თქმით, მის შვილს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია. საყვარელიძე ამბობს, რომ ისიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს და მისთვის ნათელია მისი შვილისთვის მიყენებულმა ჭრილობებმა რატომ გამოიწვია სიკვდილი.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ორივე მოზარდი გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის მუხლით  2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან პასუხისგებაში მიცემული. ამ დროისთვის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....