„კარგად არიან, ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ჯანზეა საქართველოსთვის,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს, ფიცის დადების შემდეგ შეუძლოდ გამხდარ ჯარისკაცებზე განაცხადა.
ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ჯარი მოედნიდან გაეყვანათ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებოდნენ:
„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებიან და აუცილებელი იყო სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი გარემო,“ – განაცხადა მინისტრმა.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

