ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს და იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი” -ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა და საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავი მიულოცა.

“დღეს გვაქვს ის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის და არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,თითოეულ ჩვენს სამხედროს ვულოცავ ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის მომტანი ჩვენს შრომაში და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული”,- განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....