“ამიერიდან ჩვენ თქვენს ქვეყანას საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი”- ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობას ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიმართა.
მან დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მოსახლეობას ქართულად მიულოცა:
“გამარჯობა საქართველოს! ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლის თავს. ამიერიდან ჩვენ თქვენს ქვეყანას საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება საქართველოს!” – მიმართა მოსახლეობას გრიბაუსკაიტემ.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავზე თბილისისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია.

