ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა. ამ ფაქტის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„ძალიან ცხელი გარემოდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მზე გვაჭერს, მე მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და მე გავაგრძელებ ცერემონიას,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებიც პირველად დახმარებას უწევენ ჯარისკაცებს.
დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე ფიცი დადეს.

