ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისს 7 პრეზიდენტი ეწვია

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ეს უპრეცედენტო ფაქტია.

,,ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი, რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას.

 

იტვირთბა....