სომხური გამოცემა tert.am-ის ცნობით, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
მანამდე სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ოპიციალურ პირებს, რომ 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოიწვიეს.

