“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილს პასუხობს.
“აქამდე ხო რას ამბობ, სულ ზარზეიმით გხვდებოდით, თქვე პუტინის ფეხის მკვნეტელებო
ზუსტად თქვენნაირების გადაშენებაა ჩვენი ამოცანა და ახლა უკვე ეთიკური ვალდებულებაც რომ აღარ გვექნება თქვენი, როგორც საპარლამენტო ძალის, გაშუქების, დიდად მოხარული ვიქნებით.
ps ნუ, ვანოს შოუ კი გაგაშუქებთ ხოლმე და უყურეთ”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” ტელეკომპანიას ბოიკოტს უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით. საპატრიარქომ კი სამღვდელოებას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწოდა ტელეკომპანიას ბოიკოტი გმაოოუცხადოს.