ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: “გიორგი გაბუნია ვაკეში ერთ-ერთ კაფეში არ შეუშვეს”

“ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მეტრონომთან” საუბარში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ერთ-ერთ კაფეში არ შეუშვეს.

“დიახ, მე არაერთი წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნია ვაკეში ერთ-ერთ კაფეში არ შეუშვეს. ეს ბოიკოტის გავრცელებული ფორმაა. მაჰათმა განდის მეთაურობით, ინდოეთში დაახლოებით ასეთ აქციებს აკეთებდნენ.

საზოგადოება ადამიანს მშვიდობიანი ფორმით ანახებდა, რომ მისი ქმედებები არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. ვფიქრობ, გაბუნია იმსახურებს იგრძნობს ხალხის მხრიდან პროტესტი. მანა არაერთხელ, შეგნებულად მიაყენა შეურაცხყოფა მართმადიდებლურ მრევლს. ეს რომ იყოს შეუგნებლად და ერთი შემთხვევა, შეიძლება, გეფიქრა, რომ შეცდომა დაუშვა. ასეთი პროვოკაციული ქმედების შემდეგ კი უნდა შეეგუოს ადამიანი, რომ მას ბოიკოტს გამოუცხადებენ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა
იტვირთბა....