ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: “გადახედეთ სარედაქციო პოლიტიკას… არ გინდთ ეს ცინიკური დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი”

სამაუწყებლო კომპანია რუსთვი2-ში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კოენტარს, TVპირველის ეთერში დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გამოეხმაურა.

“ადამიანს უყვარს ქრისტიანობა, თუნდაც ურწმუნო იყოს, როგორც ჩვენი ერის ფუნდამენტი, შესაბამისად მას არ მოსწონს თუ მღვდელი ცუდად იქცევა და მას აკრიტიკებს, იმიტომ რომ მისგან ამ ცუდი მღვდლისაგან დაიცვას ისევ ქრისტიანობა.

მაგრამ როცა ადამიანი ქრისტეს და ღვთისმშობელს ცინიზმით მოიხსენიებს, ეს ყველასთვის აუტანელია. ის ადამიანები რომლებიც  მუდმივად აკრიტიკებენ სპატრიარქოს, გარკვეულ ქმედებებში უცებ ისინიც კი თავს დაესხნენ რუსთვი2 და ბოიკოტი გამოუცხადეს, ყოველგვარი საპარტრიარქოს გარეშე. გამიკვირდა კიდესც.

თუ საპატრიარქოს ქმედება იყო გამიზნული რომ რუსთავი2 თავის სარედაქციო პოლიტიკისათვის გადაეხედა, პირველ შემთხვევაში ბატონმა ნიკა გვარამიამ ხომ მოუხადა ბოდიში?  ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა  ასე გაეკეთებინა მაგრამ ამ შემთხვევაში მან ბოდიში არ მოიხადა. “- განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

იტვირთბა....