“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და აცხადებს, რომ პარტია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უერთდება და კავშირს წყვეტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან”.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.
ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან- მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ”, – წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.