პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესს “მეტრონომთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი აგური იმ სტრატეგიულ მიზანში, რომელიც საქართველოს აქვს ქვეყნის გამთლიანების კუთხით
“სტრასბურგის სასამართლოში ჩვენთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ დივიდენდებს მოიტანს. ჩვენს ყველა პრობლემას ეს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი აგურია იმ სტრატეგიულ მიზანში, რომელიც საქართველოს აქვს ქვეყნის გამთლიანების კუთხით”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები.