“ყველაზე მდიდარი, გავლენიანი, უხვმრევლიანი ინსტიტუტი რომ ხარ, წყევლა და ბოიკოტი სისუსტის და შიშის გამოვლინებად უფრო ჩაგეთვლება! მიდი და დაამარცხე საკუთარ მოედანზე”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მეუფე იობის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლას.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.
მის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა