“ყველა მოკვდავი თვითონ ადგენს საკუთარ დოსიესეს უფალთან და ყველას მოგვეზღვება შესაბამისად, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეკლესიას, უფალს, სარწმუნოებას, გიორგი გაბუნიაზე მეტად შეურაცხყოფენ მაღალი რანგის მეუფენი, რომლებიც ვაჭრობენ ღმერთით, მრევლ-ამომრჩევლით, მილიონებს აკეთებენ უკანონო ბიზნესით, ფაქტობრივად გადაქცეული არიან პოლიტიკურ პარტიად და სახელმწიფოს ნაწილად. აი ჯობია ამ პრობლემას მიხედოს ერმა თუ ბერმა”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას დაწყევლას.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.