ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია: “სირცხვილი იმათ პუტინი რომ არ დაუწყევლიათ და რუსთვი 2-ს გმობენ”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეუფე იობის მიერ დაწყევლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჩემი პასუხი საქართველოს სირცხვილს და ქართული მართლმადიდებლობის მთავარ შემაფერხებელს – შავრაზმულ ადმინისტრაციას, სახელად საქართველოს საპატრიარქო. აი იმათ, პუტინი რომ არ დაუწყევლიათ და რუსეთი რომ არ დაუგმიათ და გაბუნიას რომ წყევლიან და რუსთავი 2ს რომ გმობენ.

აი, იმათ, 21-ე საუკუნეში ცენზურის შემოღებას რომ ითხოვენ, ადამიანებს შორის შუღლს რომ აღვივებენ და ქართული სახელმწიფოს მეორე სირცხვილის და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიმყენებელი – ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით, პირადი მძევალი დეკანოზი მამალაძე რომ ყავთ ციხეში გამომწყვდეული”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა
იტვირთბა....